კომპანია ჯი თი გრუპმა 2024 წელს ქ. მარნეულში კასტროლის თანამედროვე სერვისცენტრი გახსნა, რომელიც კასტროლის ბრენდის ახალი დიზაინით არის დაპროექტებული და პირველია ამიერკავკასიაში.
სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი დანადგრებით და ემსახურება ყველა ტიპის ავტომობილს.
სერვისცენტრში დასაქმებულია ათამდე ადამიანი და შესაძლებელია შემდეგი მომსახურების მიღება: ზეთის გამოცვლა (ძრავა, ტრანსმისია, ჰიდრავლიკა, გამაგრილებელი სითხეები), ვულკანიზაცია, ნახარის გასწორება და სხვა მცირე ტექმომსახურება.
აღსანიშნავია, რომ ცენტრის ენერგომომარაგების ტექნოლოგიურ ციკლში ჩართულია მზის პანელებით აღჭურვილი სახურავი, რომელიც წელიწადის განავლობაში, მზის ენერგიით დაახლოებით 12,000-მდე კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს (ეს დაახლოებით ის ენერგიაა, რომელსაც საშუალოდ მაცივარი მოიხმარს 4 წლის განმავლობაში!).
კასტროლის ახალი სერვისცენტრი გახსნა
კასტროლი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კომპანიაა, 2024 წელს, განახლებული ლოგოტიპით შეხვდა. კასტროლი ახალი „სახე“ საავტომობილო ზეთების მომხმარებელს სთავაზობს საპოხი მასალების მოწინავე ტექნოლოგიებს და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის უახლეს მიღწევებს.
განახალებული კასტროლის პროდუქციის ხარისხი თქვენი ავტომობილის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივების სადარაჯოზე რჩება და „ახალი ენერგიის“ ავტომობილების სეგმენტის მომსახურებასაც გეგმავს!
კასტროლის ახალი, შეცვლილი ლოგო, კომპანიის აზრით, უფრო თანამედროვე, დინამიურ და ცოცხალ ტენდენციებს გამოხატავს და მეტად შეესაბამება 21-ე საუკუნის დინამიკას.
კასტროლი ახალ წელს, ახალ ტერიტორიაზე გასვლით შეხვდა!
იგულისხმება ელექტრომობილებისთვის (Electric vehicles -EV) აუცილებელი სითხეები (ტრანსმისიის სითხეებთან ერთად), თერმული სითხეები და ტაოტის ის სახეობები, რომლებიც გამოიყენება თანამედროვე ელექტრომობილებში. კასტროლმა პროდუქციის ამ რიგს Castrol ON-ი უწოდა.
ასევე ახალი ტენდენციის ნაწილად შეიძლება განვიხილოთ კასტროლის მიერ ახალი პროდუქტების, გაგრილების იმერსიული სითხეების წარმოება (ციფრული მონაცემების ცენტრებისათვის, სერვერებისა და ელექტროძრავიანი დანადგარებისთვის) და ე.წ. თერმული სითხეები, სპეციალურად ელექტრომობილებისთვის.
ეს განაცხადი და ამ ახალი ტიპის პროდუქტების რეკლამირება, აშკარად გამიზნულია კასტროლის მომხმარებელთა იმ სეგმენტისათვის, ვისთვისაც ძვირფასია პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობა და მისი მდგრადი განვითარება (sustainable development); მათთვის, ვინც უპირატესობას ელექტომობილებს ანიჭებს.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კასტროლში !